ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი (ძდექი) აცხადებს მცირე ბიზნეს ინიციატივების კონკურსს პროექტის – „სწრაფი რეგიონული განვითარება იმერეთსა და კახეთში“ ფარგლებში.
პროგრამა იმერეთისა და კახეთის რეგიონებში (ექვსი სამიზნე მუნიციპალიტეტი – ზესტაფონი, წყალტუბო, ვანი, ყვარელი, ლაგოდეხი, გურჯაანი) მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას და მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას ითვალისწინებს. კერძოდ, მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერება, დასაქმებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, როგორც მცირე ბიზნესის, ასევე ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითთარების ხელშეწყობა გენდერული ასპექტის გათვალისწინებით.
პროექტი ხორციელდება ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის მიერ შემდეგ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით:
• მურსკა სობოდას რეგიონული განვითარების ცენტრი
• ბულგარეთის გენდერის კვლევითი ფონდი
• სათემო ფონდი „ლელი“
• „ქალ მეწარმეთა ფონდი“
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში.
✅ კონკურსის პირობები იხილეთ აქ: https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=514878
#EU4Georgia
#avng
#ENPARD