სიახლეები
შეხვედრა ,,ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ წარმომადგენლებთან.
ლელიანის თემის მოსახლეობასთან განხორციელდა შეხვედრა ,,ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ წარმომადგენლებთან.
პროექტი ,,ბრილიანტის გამოწვევა“
დეკემბრის თვეში პროექტში ოთხი ახალგაზრდული გუნდი დავარეგისტრირეთ. პროექტში წარმატებული მონაწილეობისთვის გუნდებთან კვირაში ერთი დღის განმავლობაში მენტორი ივეტა გოგავა მუშაობს და ერთობლივად გადიან პროექტის ეტაპებს.
სემინარი ,,ჰუმანური პედაგოგიკის“ საკითხებზე
სემინარს ესწრებოდნენ საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა წარმომადგენლები. შეხევდრის მიზანი ჰუმანური პედაგოგიკის იდეების წინ წამოწევა და პოპულარიზაციაა საქართველოში. შეხევდრის ინიციატორი ჰუმანური პედაგოგიკის საქართველოს ასოციაცია იყო.
ინტელექტუალური კონკურსი
ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრში განხორციელდა ინტელექტუალური კონკურსის 2017 წლის ფინალური თამაში. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა სამახსოვრო საჩუქარი.
საჯარო დისკუსია შრომით უფლებებზე და საპენსიო რეფორმაზე. 2017 წლის 2 დეკემბერი.
2017 წლის 2 დეკემბერს ცენტრში გაიმართა საჯარო დისკუსია შრომით უფლებებზე და საპენსიო რეფორმაზე. შეხევდრის ინიციატორი იყო ,,სოლიდარობის ქსელი“. შეხვედრას ესწრებოდნენ გამგებლის წარმომადგენლები, სპეციალისტები და სხვა დაინტერესებული პირები.
მხიარული სტარტები
2017 წლის დეკემბერში ლელიანის საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით მოსწავლეებისთვის განხორციელდა მხიარული სტარტების რამდენიმე შეხვედრა.
საგრანტო კონკურსი
სათემო ფონდი ,,ლელი" აცხადებს საგრანტო კონკურს ,,სოფლად მცხოვრებ ქალთა და ახალგაზრდობის გააქტიურებისათვის"
ინტელექტუალური კონკურსი
პროექტის "აქტიური ცხოვრებისათვის: ხანდაზმული ადამიანების შესაძლებლობების გაზრდა და მათი უფლებების განმტკიცება საქართველოში" ფარგლებში განხორციელებული მორიგი ინტელექტუალური კონკურსი.

 

 

  

 

 Picture

 

 

"
Copyright (c) 2011 Leli.Ge - All Rights Reserved