სათემო ფონდი ,,ლელი” დაარსებულია ლელიანის თემის ახალგაზრდების მიერ 2006 წელს.
ხედვა
ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ ისეთ საზოგადოებაში, სადაც ადამიანები არიან ბედნიერები, არ არის სიღარიბე, აქტიურად თანამშრომლობენ და ზრუნავენ სათემო ინტერესებსა და გარემოზე; ერთვებიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ორიენტირებული არიან მუდმივ პროგრესზე.
მისია
თემის განვითარება და თემთაშორისი ურთიერთობების ხელშეწყობა.
ამისათვის ფონდი ლელი მუშაობს კახეთის რეგიონის თემებში. განვითარების პროცესების ხელშეწყობის მიზნით იგი ეწევა თემის მოსახლეობის არაფორმალურ განათლებას, ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახის სამოქალაქო ჩართულობას, კულტურული თუ სპორტული აქტივობების განხორცელებას.
იმავდროულად ახორციელებს ადგილობრივი თემების ინტერესთა დაცვის კამპანიებს.
ძირითადი ფასეულობები
ჩვენ ვხელმძღვანელობთ შემდეგი ძირითადი პრინციპებით:
– გუნდური მუშაობა;
– ინდივიდუალურობა და კრეატიულობა;
– პასუხისმგებლობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
– სოლიდარობა და მხარდაჭერა;
– მოხალისეობა და მოტივაცია;
– საჭიროებებზე ორიენტაცია და მუდმივი პროგრესი.
– ორგანიზაციის სანდოობა და პოზიტიურობა.
– ჯანსაღი კრიტიკის მიმღებლობა და გაცემა
სტრატეგიული მიმართულებები:
1. თემის საჭიროებებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროცესების ხელშეწყობა
2. აქტიური სამოქალაქო ჩართულობის და ინტეგრაციის ხელშეწყობა
3. ქალთა და ბავშთა ეკონომიკური გაძლიერება, უფლებრივი მდგომარობის გაუმჯობესების ხელშეწყობა
4. მცირე ფერმერთა შესაძლებლობების განვითარება და სოფლის მეურნეობაში
5. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ეკო მიდგომების გავრცელების ხელშეწყობა.