პროექტის ,,აქტიური ცხოვრებისათვის“ მიზანია დაეხმაროს ხანდაზმულ ადამიანებს თავი საზოგადოების სრულუფასოვან წევრებად იგრძნონ, საკუთარი შესაძლებლობები და გამოცდილება კი ქვეყანას მოახმარონ.
DVV international საქართველოს ოფისი
დირექტორი ლალი სანთელაძე
პროექტი კახეთში, გურიაში, სამეგრელოში და ქვემო ქართლში განხორციელდა და ბენეფიციარებთან სამი მიმართულებით ვიმუშავეთ. საგანმანათლებლო, სოციალური და შემეცნებითი-გასართობი აქტივობებით. ეს მიმართულებები ერთობლივად ემსახურებოდა პროექტის საერთო მიზანს-ხანდაზმულთა აქტიურ ცხოვრებას და სიბერეს, ხოლო ცალკ-ცალკე, თვითოეული მათგანი არაერთ საინტერესო აქტივობასა და ღონისძიებას მოიცავდა. სამივე მათგანი პიროვნული და პროფესიული განვითარების თანამედროვე უნარებს, შესაძლებლობებს სთავაზობდა. რაც მათ ახალ ინტერესებს და შესაძლებლობებს უჩენდა და მნიშვნელოვნად ცვლიდა მათ პასიურ ყოველდღიურობას.
პროექტით განსაზღვრული აქტივობებით ხანდაზმულებმა აითვისეს თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებები, ახალი ხელობები (ქსოვა, ქარგვა, კულინარია და სხვ), პროექტის მიმდინარეობის პროცესში იღებდნენ იურიდიულ და ფსიქოლოგიურ კონსულტაციას.
პროექტის ფარგლებში შექმნილი სივრცეები და გაქტიურებული მოხალისეები გახდნენ ხანდაზმული ადამიანების სოციალიზაციის მნიშვნელოვანი კერები.
ლელიანში პროექტის ფარგლებში შეიქმნა ხანდაზმულთა ანსამბლი შვიდკაცა რომელიც დღემდე აქტიურად ფუნქციონირებს და მონაწილეობას იღებს კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.
კახეთში, ლელიანში 605 ხანდაზმული ადამიანი იყო პროექტში ჩართული.