2019 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის მიერ ხორციელდება პროექტი ,,პოზიტიური მშობლობა“.
პროექტში მონაწილეობას იღებდნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათაგაერთიანებაში და სკოლებში დასაქმებული პედაგოგები, მშობლები, მეთოდისტები, აღმზრდელები დათანაშემწეები.
სემინარი ხორციელდებოდა შემდეგ თემებზე:
1)ბავშვის განვითარების ეტაპები 1 დან 18 წლამდე.
2) ბავშვებში აგრესიულობის გამომწვევი მიზეზები: ოჯახური მიზეზები, შინაგანი მიზეზები, სიტუაციური მიზეზები.
3) როგორ ვმართოთ ბავშვის რთული ქცევა? რა მეთოდები გამოვიყენოთ სასურველი ქცევის განსამტკიცებლად?
4) როგორ ვესაუბროთ ბავშვებს, რათა მათთვის გასაგები იყოს ის რასაც ვეუბნებით?
5) როგორ გამოვხატოთ ჩვენი ემოციები , “მე მესიჯით საუბარი”
6) სამი, ექვსი და შვიდი წლის კრიზისები.
მოზარდებისთვის ხორციელდებოდა შეხვედრები პიროვნული ზრდის და ემოციის
მართვის თემებზე.
პროექტის მიმდინარეობის პროცესში ტრენინგებს დაესწრო 865 ადამიანი (პედაგოგი, მეთდისტი, მშობელი, მოზარდი)
პროექტის დონორი: ევროკავშირი, CARE Austria,ლაგოდეხის განვითარების ჯგუფი.
მადლობა თანამშრომლობისთვის ლაგოდეხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებას, ქალთა ოთახს, საგა-ს, სათემო ცენტრებს და საჯაროს სკოლების ადმინისტრაციას თანამშრომლობისთვის.