2019 წლის გაზაფხულიდან სათემო ფონდმა ,,ლელი“ თანამშრომლობა დაიწყო საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარე“- სთან.
ფონდ ლაზარესთან თანამშრომლობით ფერმერებისთვის თვეში ერთხელ ტარდება ტრენინგები, სადაც მოწვეული სპეციალისტები გვთავაზობენ თანამედროვე მეხილეობის და მებოსტნეობის განვითარებისთვის თეორიულ და პრექტიკულ სწავლებებს.
გარდა ფონდ ლაზარესთან თანამშრომლობისა დამწყები ფერმერებისთვის და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირებისთვის ორგანიზაციაში არის შესაძლებლობა მიიღონ კონსულტაციები ფერმერულ საკითხებზე. დონორი ორგანიზაციების და სახელმწიფო საგრანტო პროგრამებში მონაწილეობით ეძლევათ შესაძლებლობა თანადაფინანსების მოპოვების. რითაც შეძლებენ წამოიწყონ მცირე ბიზნესი, გააშენონ თანამედროვე ხეხილის და კენკრის ბაღები.